Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიგი გარაყანიძისადმი მიძღვნილი მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია „ფოლკლორის ინტერდისციპლინური კვლევები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის კათედრა 2022 წლის 3 მაისს გამართავს  გიგი გარაყანიძისადმი მიძღვნილ მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენციას – „ფოლკლორის ინტერდისციპლინური კვლევები“.

 

გიგი გარაყანიძის (1982-2012) სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობა დაკავშირებული იყო ეთნომუსიკოლოგიურ და ფოლკლორისტულ კვლევებთან - ექსპედიციები  საქართველოს რეგიონებში და ისტორიულ მხარეებში, ეთნომუსიკის თეატრ „მთიებისა“ და ბავშვთა სტუდია „ამერ-იმერის“ ხელმძღვანელობა, სამეცნიერო პუბლიკაციები. მისითეორიული ნაშრომი ქართული ეთნომუსიკის თეატრის შესახებ ქართულ ხალხურ შემოქმედებას ერთ მთლიანობად მოიაზრებს არქაული ნიშნებისა დათანამედროვე ფუნქციების ურთიერთკავშირში.

 

თანამედროვე მეცნიერებაში საკმარისი აღარ არის ხალხური კულტურის ფორმების მხოლოდ მათი ისტორიისა და ფუნქციის მიხედვით კვლევა. საჭიროა კვლევის ობიექტის გააზრება კომუნიკაციისა და ზეპირი ტრადიციის პროცესების ნაწილად. მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ფოლკლორის საკითხების ინტერდისციპლინური შესწავლის გაფართოებასა და გაღრმავებას მომიჯნავე დარგებთან ურთიერთთანამშრომლობით.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ფოლკლორისტიკის, ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიისა და კულტურის კვლევების მიმართულების მაგისტრანტებს, რომელთა კვლევის ობიექტია ზეპირსიტყვიერების, ეთნოგრაფიის, მუსიკალური ფოლკლორისა და თანამედროვე ყოფის სოციოკულტურული საკითხები.

 

მოხსენების სათაური (ხელმძღვანელის ვინაობის მითითებით) და თეზისები (100-150 სიტყვა ქართულ ენაზე) გამოგვიგზავნეთ 10 აპრილამდე ელექტრონულ ფოსტაზე: elene.gogiashvili@tsu.ge

მონაწილეობის შესახებ პასუხს გაცნობებთ 20 აპრილამდე.

კონფერენციის კოორდინატორი ასოც. პროფ. ელენე გოგიაშვილი

კონფერენცია ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.